ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, წლის პირველ ექვს თვეში მოსახლეობის 70 პროცენტის აცრა უნდა მოხერხდეს. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის”, – აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონთან ბრძოლის ყველაზე ძლიერ მაქანიზმად ბუსტერის გაკეთება რჩება.

“ომიკრონის შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ. ომიკრონს ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან ​დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა”, – ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ ამ მიზნის მისაღწევრად საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერება და მონეტარული წახალისების სისტემის გაგრძელება იგეგმება.

იტვირთბა....