ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 664 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 326. 

სტაციონარში მეთვალყურეობას 5 723 პაციენტი გადის, კლინიკურ სასტუმროში 1 969 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში 37 ადამიანია. 

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარებულ 77 584 ტესტირებაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,05 პროცენტია. 

ქვეყანაში სულ აცრილია 2 736 590 ადამიანი. 

 

 

 

იტვირთბა....