[su_quote]თავიანთვის შეინახონ ეს ცოდნა, მაგრამ ქვეყანას და საზოგადოებას მათი არც დიპლომატია სჭირდება, არც მათი პოპულიზმი სჭირდება. კარგად გვახსოვს მათი ხელმოწერილი სამარცხვინო რეზოლუციები, დიპლომატიური სტანდარტიც კარგად გვახსოვს, მათი ელჩიც კარგად გვახსოვს აშშ-ში იაკობაშვილი, როდესაც შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა ჩვენს ოკუპანტს და როდესაც ომი დადგა, ერთმანეთს სხვადასხვა საზღვრების გადაკვეთაში ასწრებდნენ. ამათი ნაომარიც კარგად გვახსოვს, ამათი გაფარჩაკებული მთავარსარდალიც კარგად გვახსოვს გორში და თავი დაანებონ საზოგადოებას[/su_quote]
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პალიტრანიუსის ეთერში.