ახალი ამბები ბიზნესი საზოგადოება

რატომ მიიღო მოსახლეობამ დენის გადასახადის 2 ქვითარი – თელმიკოს წარმომადგენლის განმარტება

[su_quote]ორ ქვითარს რაც შეეხება, რაზეც ლაპარაკობენ. ჩვენ 2022 წლიდან, სემეკის დადგენილების შესაბამისად გადავედით ახალ სისტემაზე. ადრე ციკლური წაკითხვები მიმდინარეობდა, თვის განმავლობაში განაწილებული იყო მთელი ქალაქის შესაბამისად. და რაიონების მიხედვით იკითხებოდა რაღაც რაოდენობის მრიცხველი. გადავედით ერთიანი წაკითხვის სისტემაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება მთელი ქალაქი და ყველას მიეწოდება ქვითარი. დაახლოებით გადახდის ვადაც ექნება მითითებული.. ეს არის ქვითრის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღე. რადგან უკმაყოფილება იყო საზოგადოებაში მაგალითად იმის გამო, რომ ადამიანმა მიიღო ქვითარი რომელიც ასახავს ერთი თვის დავალიანებას პირობითად 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე დავალიანებას ასახავდა. შემდეგ კი 30 დღეში ისევ მიიღო ქვითარი უკვე 15-დან 30ში დახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებლით. ამ გადასახადის გადახდის საშუალება მომხმარებლებს მთელი თვის მანძილზე მივეცით. შეეძლოთ ერთი თვის მანძილზე გადაეხადათ და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეზღუდულა. მაგრამ რა მოხდა იცით, ეს ინფორმაცია მომხმარებელს მივაწოდეთ, თუმცა ბევრმა არ გადაიხდა. აქედან გამომდინარე ჩვენ იანვრის ბოლოდან ახალმა წაკითხვამ მოგვიწია, ვინც არ გადაიხადა ეს სად წავიდოდა, რა თქმა უნდა ქვითარში აისახა. გონიათ, რომ რაღაც კიდევ დაემატა. ეს მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეეხება ვინც არ გადაიხადა დეკემბრის თვის დავალიანება[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ “ტვ იმედის” ეთერში კომპანია “თელმიკოს” წარმომადგენელმა თეა ნოზაძემ განაცხადა, რითიც განმარტა რატომ მიიღო მოსახლოებამ დენის გადასახადის 2 ქვითარი.

იტვირთბა....