ახალი ამბები პოლიტიკა

“უკრაინის რადაში საქართველოს ხელმოწერილ დროშას მივიტანთ” – ხოშტარია უკრაინაში მიემზავრება

უკრაინის რადაში ხელმოწერილ საქართველოს დროშას მივიტანთ, – “პარტია” დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია საკმაოდ დიდი რაოდენობით უკრაინაში მიემგზავრება.

მისივე თქმით, რადგან მთავრობა არაფერს აკეთებს, პასუხისმგებლობა მოქალაქეებმა უნდა აიღონ.

“შეუძლებელია არ გვქონოდა, სერიოზული ისტორიული შეცდომის, თუ გაუგებრობის განცდა, როდესაც ვნახეთ, რომ უკრაინის რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა. მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რომ საქართველო იყოს კეთილ მხარეს. ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებმა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. ოპოზიცია დიდი შემადგენლობით მიდის უკრაინაში. იქნება “ლელო” და “ნაციონალური მოძრაობაც”. ჩვენ გვექნება შეხვედრები უკრაინის რადაში, სადაც ხელმოწერილ საქართველოს დროშას მივიტანთ”, – აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, რადგან რუსეთმა საზღვარზე დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა განათავსა.

 

იტვირთბა....