ახალი ამბები პოლიტიკა

ხაზარაძე: პროდასავლური ძალები უნდა გაერთიანდნენ და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე

პროდასავლური ძალები უნდა გაერთიანდნენ და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე, – აღნიშნულის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს, რათა მოძმე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველო მომზადებული დახვდეს.

“პარტიაში ცვლილებებია, დღეს სალომე სამადაშვილი “ლელოს” პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. მას დიდი წარდგენა არ ჭირდება. დღეს მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ. უნდა  მოხდეს ყველა ძალის გაერთიანება საქართველოში, რათა მოძმე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველო მომზადებული დახვდეს. მობილიზებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს და ფიქრობს, თუ როგორ გადავლახოთ სირთულეები და როგორ გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების “, – აცხადებს სამადაშვილი.

იტვირთბა....