საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 320 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9 555-ია.
სტაციონარში მეთვალყურეობას 5 522 პაციენტი გადის, კლინიკურ სასტუმროში 2 041 პირია, ხოლო კარანტინის რეჟიმში 34 ადამიანი იმყოფება.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარებულ 84 658 ტესტირებაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 31,09 პროცენტია.
ქვეყენაში სულ აცრილია 2 730 067, დღიურად კი ეს რიცხვი 6 714-ია.