ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი აშშ-ზე: მათ გადაგვაგდეს, უბრალოდ მოგვატყუეს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხად, აშშ-სგან მიღებულ წერილში მათი პრინციპული წინადადებები იგნორირებული იყო. პუტინის თქმით, დასავლეთმა რუსეთი მოატყუა.

“მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა ჩვენი ქცევის ლოგიკა და ის, თუ რაში მდგომარეობდა ჩვენი წინადადებები – როგორც ცნობილია, პირობა გვქონდა მიღებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს ინფრაქტრუქტურა აღმოსავლეთით ერთი დიუმითაც არ დაიძვრებოდა. ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. დღეს ჩვენ ვხედავთ, სად არის ნატო: პოლინეთში, რუმინეთში, ბალტიისპირეთში. თქვეს ერთი, მეორე კი გააკეთეს. როგორც ჩვენში ამბობენ “გადაგვაგდეს”, უბრალოდ, მოგვატყუეს”, – განაცხადა პუტინმა პრეს-კონფერენციაზე.

 

იტვირთბა....