ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რა შემთხვევაში იმოქმედებს NATO ერთიანი ძალებით რუსეთის წინააღმდეგ – სტოლტენბერგის განმარტება

2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ განვათავსეთ ჯარისკაცები ჩვენს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ასევე, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს

 

აღნიშნულის შესახებ “ნატოს” გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რადიო “ეხო მასკვთან” ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, თუ NATO-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც NATO-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, NATO კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს.

იტვირთბა....