ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეაჩერეთ პუტინი: კლინტონმა პუტინი ხულიგანს შეადარა

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან” და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა – ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხულიგანს შეადარა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.   ჟურნალისტების კითხვაზე, ექნება თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა, კლინტონმა უპასუხა, რომ „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მიიღებს აქედან”.

ჰილარი კლინტონმა საზოგადოებას შეახსენა, რომ სახელმწიფო მდივნად მისი მუშაობის დროს რუსეთთან ბირთვული პროგრამის შემცირების, ავღანეთში სამხედრო ტვირთის ტრანზიტისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. კლინტონმა პუტინთან ურთიერთობებს „საინტერესო” უწოდა და დაამატა, რომ ისინი ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. „ბევრი ხულიგანის მსგავსად, ის აიღებს იმდენს, რამდენიც შეუძლია, სანამ მას არ შეაჩერებთ”, – აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

წყარო: PolitCommersant

იტვირთბა....