ახალი ამბები პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და უნდა მოვნახოთ უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ

“ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული, უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა მტრის ხატის შექმნა და ეს საკუთარ თავზეც გამოუცდია.

“არსებობს მექანიზმები ამ ქვეყანაში, რომელიც დაიწყო და ხშირად ნახავთ, რომ ეს მექანიზმები იწყება საბჭოთა პერიოდში და ჩვენდა უნებურად გრძელდება. მაგალითად, მტრის ხატი, ის, რაც მეც შემეხო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება, უცებ ხდება რუსეთის აგენტი, “კაგებეს” აგენტი. ეს დაიწყო მაშინ და გრძელდება ყველა ჩვენ სხვადასხვა პერიოდში, დღემდე. თუ არ ეთანხმები, ხარ უცებ მოღალატე. მტრის ხატი არის გამოყენებული იმის მაგივრად, რომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ეს არის განსხვავებული აზრი და თუ არაა ეს შესაძლებლობა, მაშინ რეალურად, საზოგადოება როგორც საზოგადოება არ არსებობს. ეს არის ის, რაზედაც უნდა გაიხსნას დისკუსია და არა იმ წინაპირობით, რომ თუ ყველაფერზე არ შევთანხმდით, მაშინ არაფერზე არ ვთანხმდებით. ეს არის მოლაპარაკებების პრინციპი და არა თავისუფალი საზოგადოებრივი საუბრის პრინციპი, რომელსაც აქვს თავისი გამოჯანმრთელების უნარი“, – ამბობს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....