პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა, მისგან უარი მიიღო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ წელიწადნახევარია, ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.
“ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია ბოლო წელიწადნახევარია. მინდოდა, მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა, მე პოლიტიკაში აღარ ვარო. წინასწარ არც მითქვამს, რომ ამაზე იქნებოდა საუბარი, ჩვენი მაგრამ საუბარი არ შედგა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, მას ნამდვილად სწამს თუ არა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არაა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რწმენაზე ვერაფერს იტყვის.