ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც თავის დროზე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ

“მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ პროცესი დიალოგის ფორმატში გადავა.

“არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე და არ გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, დღეს მინდა იმედის გამოთქმა, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

იტვირთბა....