ახალი ამბები პოლიტიკა

ხაბეიშვილი: ხალხს უჭირს, ბერას ძიძა, ღარიბაშვილი კი იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეკეთებინა ცოლისთვის საჩუქარი ხალხის ხარჯზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ბაკურიანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის სახელზე გადაფორმული მიწის ნაკვეთი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდეს.

“მაშინ როდესაც ადამიანებს ძალიან უჭირთ, დეკემბრის თვეში, წინასაახალწლოდ, რაზე ფიქრობდა პრემიერ-მინისტრად წოდებული ბერას ძიძა, ღარიბაშვილი? ფიქრობდა იმაზე, როგორ გაეკეთებინა საკუთარი მეუღლესთვის საჩუქარი მოსახლეობის ხარჯზე. აიღო და მის მეუღლე ნუნუ თამაზაშვილს გადასცა ტყე. აბა ჩვენ შევიტანოთ 6 000 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთის 49 წლით მოცემაზე განაცხადი. ეს არის სამართალი? გაჭირვებული ადამიანისთვის არაფერი არ შეიძლება, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ცოლი თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება. ტყე შეიძლება დაურეგისტრირო შენს ცოლს, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ? ეს მართლა წარმოუდგენელი რამეა”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში.

ცნობისთვის, დღეს პარტიის წევრები ბაკურიანში ჩავიდნენ, რომ ტყის იმ მონაკვეთზე შესულიყვნენ, რომელიც ნუნუ თამაზაშვილის გადაეცა, თუმცა, იქ პოლიცია და ადგილობრივები დახვდნენ, რომლებმაც ამის საშუალება არ მისცეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, ეს ადამიანები ადგილზე ხელისუფლების დავალებით მივიდნენ, რომ ოპოზიციისთვის ხელი შეეშალათ.

იტვირთბა....