ახალი ამბები საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ  17 484 შეადგინა. ვირუსს ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 27 ადამიანი ემსხვერპლა, 3 699 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში კვლევა ტესტით 73 250-მა პირმა ჩაიტარა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 44 185, პისიარ ტესტით კი 29 065 ადამიანი გაიტესტა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87 პროცენტია.

კარანტინის რეჟიმში 42 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 714, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 2 080 პირი. 

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სულ აცრილია 2 686 220, დღიურად აცრილია რაოდენობა კი 8 630-ია. 

იტვირთბა....