ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის”.
“არის სხვადასხვა მექანიზმები, რაზეც ვმუშაობთ, თუ როგორ შეიძლება ესენი მოხვდნენ მწვანე პასპორტების ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდათ კოვიდი. შეიძლება, იგივე ანტისხეულებთან დაკავშირებით იყოს, შეიძლება დადასტურება ექიმის მიერ, ან გადამოწმება”, – აღნიშნავს აზარასვილი ჟურნალისტებთან.
მინისრტრის თქმით, თუ მოქალაქეებს ტესტის გაკეთების სურვილი აქვთ, შეუძლიათ ლაბორატორიებში მისვლა, თუმცა, იქ არსებული ნაკადებიდან გამომდინარე, ეს სავალდებულო არ არის.
“ომიკრონს აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ არის შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ყველა მივიდეს და კომერციული თუ უფასო ტესტირებები გაიკეთოს. თუ სურვილი აქვთ ამის, შეუძლიათ, მივიდნენ, მაგრამ იმ ნაკადებიდან გამომდინარე, რომლებიც ლაბორატორიებშია ტესტირებაზე, აქედან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის კომენტარი”, – აცხადებს აზარაშვილი.