ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარაიცვალა 39 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 17 530 შეადგინა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 39 ადამიანი ემსხვერპლა, 5 087 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ტესტირება 78 172-მა ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 900, ხოლო პისიარ ტესტით – 31 272 პირი შემოწმდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42 პროცენტია. 

სულ ქვეყანაში აცრილია 2 676 520 ადამიანი, აცრილთა დღიური რაოდენობა კი 7 661-ს შეადგენს. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 32 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 651 პაციენტია, კლინიკურ სასტუმროში კი 2 023 ადამიანი. 

პანდემიის დაწყების დღიდან, ქვეყანაში კორონავირუსის 1 092 684 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს ჯამში 14 813 ადამიანი შეეწირა, გამოჯანრთელებულთა რაოდენობა კი 977 832-ია.

იტვირთბა....