ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-მა ღიად განაცხადა, რომ სურს, რუსეთს ლოიალური და მის მიერ მართვადი პრეზიდენტი ჰყავდეს”, – ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ სურს, რუსეთს ლოიალური და მის მიერ მართვადი პრეზიდენტი ჰყავდეს. ამის შესახებ ვოლოდინმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმ განცხადების კომენტრირებისას აღნიშნა, რომელშიც საუბარი იყო პუტინისთვის პირადი სანქციების დაწესებაზე.

“ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. აშშ-ის ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა ის, რაც მას სურს: ვაშინგტონს სურს რუსეთის ლოიალური და მის მიერ მართვადი პრეზიდენტი”, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ ვოლოდინმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

იტვირთბა....