ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: სკოლების დაკეტვა ყველაზე ბოლოს უნდა მოხდეს და ეპიდვითარების შემსუბუქების დროს პირველი ისინი უნდა გაიხსნას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს და ეპიდვითარების შემსუბუქების დროს, პირველ რიგში სწორედ ისინი უნდა გაიხსნას.

“ეს ჩემი სლოგანი არ არის, გაერო-ს და კერძოდ, ბავშვთა ფონდის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სლოგანია, რომ სკოლები არის დაწესებულებები, სადაც შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში ყველაზე ბოლოს უნდა იქნას შეზღუდვა, ანუ სკოლების დაკეტვა და ასევე, პირველი ისინი უნდა გაიხსნან, როდესაც შემსუბუქებას აქვს ადგილი. ამიტომ, ჩვენ ამას მივყვებით.

ანდემიის მართვის პოლიტიკა 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს შეიცვალა. მკაცრი შეზღუდვები, რაც 2020 წლის განმავლობაში იყო, პანდემიის შეკავების ერთადერთი იარაღი იყო, მაგრამ 2021 წელს ის შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ვაქცინა და მართვის სხვა საშუალებები შემოვიდა. ანუ, მეტი ისწავლა კაცობრიობამ, მეცნიერებამ, საზოგადოებამ და მართვის უფრო სხვა პრინციპებზე გადავედით. ომიკრონმა კიდევ შეცვალა ეს მიდგომა, რადგან სხვა შტამებთან შედარებით, ის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

იტვირთბა....