ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კადიროვი: პუტინის ადგილზე რომ ვიყო, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ადგილზე, უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა. მან უკრაინას “ახლახან მოგონილი” სახელმწიფო უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს მისთვის კარგი არაფერი არ უნდა და მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განალაგოს. კადიროვი უკრაინელებს მოუწოდებს, ამას წინ აღუდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, რუსეთი ზომებს მიმართავს.

“ახლა მოიგონეს უკრაინა. რუსეთმა რა, დასავლურ ქვეყნებს უნდა დაუთმოს? უკრაინისთვის ყველაზე ახლო მეზობელი რუსეთია, ეს სლავური ერებია. შეერთბულ შტატებს უკრაინისთვის არაფერი კარგი არ უნდა, ის მარტო იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთის საზღვართან ახალი ბაზა ჰქონდეს. თუ უკრაინაში ხალხი ცხოვრობს, მაშინ ისინი ამას წინ უნდა აღუდგნენ. თუ ამას უკრაინაში არ გააკეთებენ, მაშინ რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები. აი მე რომ პრეზიდენტის ადგილზე ვიყო, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას, იქ მებრძოლებს გავაგზავნიდი და წესრიგს დავამყარებდი. თუ ქვეყნის სათავეში შეშლილი, გაყიდული ადამიანები დგანან და თუ ამ სახელმწიფოს მეშვეობით ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრებიან, რა, გაჩუმებულები უნდა ვიყოთ?”, – ამის შესახებ კადიროვმა ჩეჩნეთის პარლამენტის წევრის, მაგომედ დაუდოვის მიერ ინსტაგრამზე გავრცელებულ ლაივ ჩართვაში ისაუბრა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სიახლოვეს ე.წ. “სამხედრო წვრთნები” წამოიწყო და ქვეყნის საზღვართან ჯარისკაცები და საბრძოლო ტექნიკა განალაგა, აშშ-მ და და ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....