[su_quote]ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით ქვეყანაში 90% ცირკულაცია გახლავთ ომიკრონი. მნიშვნელოვანია, რომ გახლავთ ომიკრონის ორი ქვეშტამი B.A.1 და შემდგომ გაჩნდა მეორე – B.A.2. ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების და დიდი ალბათობით, რადგან ეს შტამი ვრცელდება ქვეყანაში, შესაძლებელია, ეს სწრაფი ტალღა მასთან იყოს დაკავშრებული, მაგრამ იგივე E1-თან შედარებით, ნაკლები აგრესიულობაა. ამიტომ ჩვენი მხრიდან მთავარი გზავნილია, რომ ომიკრონის ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება. დღეს რომ 15 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, სადღაც 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები – სურდო, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება, არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილას დაიტესტოთ. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რომ არის ომიკრონი და დარჩეთ 112-ს და შემდეგ ოჯახის ექიმის დახმარებით მართოთ. 90%-ზე მეტ შემთხვევაში ეს ჩაივლის თითქმის სიმპტომების გარეშე. რაც მთავარია იყავით მშვიდად. ჰოსპიტალიზაცია 16 000-მდე შემთხვევიდან დაჭირდა დაახლოებით 16 ადამიანს, იქიდან არც ერთს არ დაჭირვებია ინტენსიური თერაპია, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.