გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირია ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ქირიას ძმამ ელდარ ქირიამ საგამოძიებოს უწყებებს დღეს მისი ძმის ცხედრის პოვნის გამო მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში დაღუპული იპოვეს. გავრცელებული ინორმაციით ქირია ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.