ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, გაუგებარია, რატომ არ იწვევს ხელისუფლება უშიშროების საბჭოს სხდომას. ამის შესახებ სამადაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
“გაუგებარია, რატომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, მიმდინარე კვირაში მოიწვიოს გაფართოებული საბჭოს სხდომა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებით, იმიტომ, რომ ჩვენ გაქვს ერთი სახელმწიფო და ერთი ქვეყანა. ამ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად და ეს არის სწორედ ის ისტორიული მომენტი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. უნდა ვაჩვენოტ ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის დემონსტრაცია, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ისე მთელი მსოფლიოს წინაშე”, – აცხადებს სამადაშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი და ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდა.