ახალი ამბები

ოპოზიცია უკრაინის მხადრამჭერი და ასევე, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების ინიციატივით გამოდის

[su_quote]”ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტში შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა შეათანხმონ ორი მნიშვნელოვანი რეზოლუციის საბოლოო ტექსტი. ერთი, ეს იქნება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და მეორე, ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია და საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რასაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი.

ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირ დათმობებზე წასვლას. პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც,  მოითხოვს იმას, რომ ნათელი გავხადოთ ყველასთვის – ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული არჩევანი, გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრი და გავხდეთ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, არ გადაიხედება”.[/su_quote]

ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას პარტიების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ წევრებმა გააცნეს.

 

იტვირთბა....