ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: დაპირებისამებრ, სანატორიუმ „ქართლში” მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის დაპირებისამებრ, სანატორიუმ „ქართლში” მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს აუცილებლად მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ორი ალტერნატივა აქვთ:

“ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა მათ ორი გზა, ერთი ეს არის – დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 $-ის ექვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო და მეორე გზა – დევნილ ოჯახებს, ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”, – აცხადებს პრემიერი.

ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა, 2012 წლის შემდეგ კი

“2012 წლამდე, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. “მოკავებული” ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა, განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, რომ ოჯახს, თუნდაც მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვ.მ. ფართი უკანონდებოდა, ასევე არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და ასევე, 2012 წლამდე, განსახლების პროექტები ხორციელდებოდა უშუალოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური ცვლის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი.

2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები, ალტერნატივები – ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა, დავიწყეთ ინტენსიურად და აქტიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან; ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს; დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით; დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. განხორციელდა მასშტაბური პროექტები,” – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

იტვირთბა....