[su_quote]წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჯანდაცვის სისტემა, ფაქტიურად ისევ პარალიზებულია, შესაბამისი ოჯახის ექიმები კვლავ არ გვყავს, ინფიცირებულებთან შესაბამისი, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის პირველადი რგოლი ფაქტიურად ისევ არ მუშაობს. ვხედავთ რომ სულ ჩივიან ადამიანები, ან ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმებს, ან ისინი ვერ უკავშირდებიან მათ. ომიკრონს აქვს კლინიკური მიმდინარეობა გაცილებით მარტივი, მაგრამ ჯანდაცვის პირველადი რგოლის გარეშე აუცილებლად დამძიმდებიან პაციენტები და შესაბამისად გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორიც[/su_quote]
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ექიმმა სოფო ჯაფარიძემ ტვ პირველთან საუბრისას.