ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია მიიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების მეორე პარტია გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრიანის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსს რეზნიკოვმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

“მეორე ჩიტი კიევში. 80 ტონაზე მეტი იარაღი მივიღეთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან და ეს დასასრული არ არის. ტვირთს საიმედო მცველი ჰყავდა”, – წერს რეზნიკოვი და სოციალურ ქსელში შემდეგ ფოტოს აქვეყნებს:

შეგახსენებთ, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მოლიზებაა. მოსალოდნელი საფრთხის გამო დაიწყო აშშ-მ ქვეყანაში სამხედრო დახმარების გაგზავნა.

იტვირთბა....