ახალი ამბები კორონავირუსი

ჰერეთის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჰერეთის ეპისკოპოსი, დიმიტრი (კაპანაძე) კორონავირუსით გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს.

მათი ცნობით, მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

„მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. ბოლო დღეების განმავლობაში, იგი საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. მას შემდეგ, რაც გასული წლის 19 სექტემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა, მეუფე დიმიტრი ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველადაც დაინიშნა.

იტვირთბა....