ISIS -ის მებრძოლები სირიის აღმოსავლეთით, სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებს უტევენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
უფლებადამცველების ცნობით, თავდასხმას ქალაქ დეირ ალ ზურში 85 მშვიდობიანი მოქალაქე და 50 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი 300–ს აღწევს. გავრცელებული ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ ამ დროისთვის ქალაქის 60 პროცენტს აკონტროლებეს. შეტევის მოგერიებას სირიის სამთავრობო ძალები ავიაციისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით ცდილობენ. შეტაკებების შედეგად ISIS-ის 42 მებრძოლიც დაიღუპა.