ინფექციური კლინიკის ექიმი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ყველა შტამი საფრთხის შემცველია და მათ შორის არის ომიკრონიც.
მისივე თქმით, არასწორია ის აზრი, რომ როდესაც ომიკრონი დაგვემართება ის აუცილებლად მსუბუქი მიმდინარეობის იქნება და სურდოთი, ყელის ტკივილით გადავივლით.
“პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ დელტა შტამი არსად წასულა და ჩვეულებრივად ცირკულირებს, ამიტომ მხოლოდ ომიკრონი არარის საფრთხე, ყველა შტამი საფრთხის შემცველია. რაც შეეხება ომიკრონს, რატომ არის საფრთხილო და რა პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას. ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა შედარებით, ამ სიტყვას გამოვიყენებდი, დელტა შტამთან შედარებით. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ როდესაც ომიკრონი დაგვემართება ის აუცილებლად მსუბუქი მიმდინარეობის იქნება და სურდოთი, ყელის ტკივილით გადავივლით. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, იმ ადამიანებში, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, არიან ასაკოვნები, არ აქვს აცრა გაკეთებული, რა თქმა უნდა არსებობს საფრთხე, რომ ომიკრონმაც მიიღოს მძიმე სახე და დაჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია.
იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს ინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუ მართვის პირველადი რგოლი არ იმუშავებს გამართულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ ონლაინ კლინიკებს, ოჯახის ექიმებს, თუ ამ რგოლის მუშაობა არ მოხდება გამართულად და პაციენტები სწორად არ შეფასდებიან, შეიძლება ქაოსი მივიღოთ. ის ადამიანები მოხვდებიან კლინიკებში, რომელთაც არ სჭირდებათ და ვისთვისაც მნიშვნელოვანია დარჩებიან კლინიკის გარეთ. აუცილებელია ინფიცირებულების სწორი ტრიაჟი. თუ ადამიანებს არ აქვთ გამოხატული მძიმე სიმპტომები, დაავადება ბინაზე შეუძლიათ გადაიტანონ. თუ სწორი მართვა არ მოხდება კლინიკები გადაივსება და შეიქმნება ქაოსი. ამ პრობლემებმა შესაძლოა დამატებითი კლინიკების გახსნის საჭიროება წამოჭრას. უნდა ვიცოდეთ როდის მივმართოთ ექიმს და როდის გვჭირდება სამედიცინო დახმარება. თვითნებურად მედიკამენტები არ უნდა მივიღოთ. საზოგადოებამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ სწორედ ის ადამიანები მოხვდნენ კლინიკებში, ვისაც ეს ძალიან სჭირდება”, – აცხადებს გოგინავა.