დიდ ბრიტანეში ომიკრონის ახალი ქვესახეობა აღმოაჩინეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, შესაძლოა ეს სახეობა კიდევ უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს, ვიდრე წინა და ამ ეტაპზე მას შესწავლის ქვეშ მყოფი ქვესახეობის სტატუსი მიენიჭა.
„ვირუსებისთვის მუტირება დამახასიათებელია. ამიტომაც, პანდემიის პერიოდში ახალი ვარიანტების გაჩენა მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნეს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტოში.