ახალი ამბები კორონავირუსი

როგორ ვებრძოლოთ ომიკრონს სახლის პირობებში – მაია ბუწაშვილის რჩევები

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ომიკ­რო­ნის” შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის ფონ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა ოჯა­ხის ექიმ­თა დე­ფი­ცი­ტი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის თქმით, ხში­რია ბი­ნა­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რაც ოჯა­ხის ექი­მის მო­უც­ლე­ლო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით “ომიკ­რონ­თან” ეფექ­ტუ­რად გამ­კლა­ვე­ბის­თვის რჩე­ვებს აძ­ლევს მათ, ვინც და­ა­ვა­დე­ბას შინ მკურ­ნა­ლობს.

“ომიკ­რო­ნის” შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას­თან ერ­თად ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად მზად უნდა იყოს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მაგ­რამ ამ­ჟა­მად უფრო დიდი პრობ­ლე­მაა ბი­ნა­ზე მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი ექი­მე­ბის დე­ფი­ცი­ტი. მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი და უსიმპტო­მო­ე­ბიც კი ღე­ლა­ვენ და დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა იმა­ზე, რომ ექი­მი არ და­უ­კავ­შირ­და, ან ერთხელ და­უ­კავ­შირ­და და შემ­დეგ აღარ. ოჯა­ხის ექი­მე­ბი უკი­დუ­რე­სად გა­დატ­ვირ­თუ­ლე­ბი არი­ან და მათ­თვის საყ­ვე­დუ­რის თქმა ნამ­დვი­ლად არას­წო­რია. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­სა­გე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ა­ლუ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდ ნა­წილს არა­ვი­თა­რი დახ­მა­რე­ბა არ ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა ექიმ­თან კავ­ში­რი. ამი­ტომ ამ რგოლ­ში (ანუ დის­ტან­ცი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის) რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ექი­მის ჩარ­თვა ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. (ალ­ბათ სხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბის სწრა­ფად ტრე­ი­ნინ­გი და კო­ვიდ­ზე­კონ­სულ­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თვაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და). მა­ნამ­დე კი ბი­ნა­ზე მყოფ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე, არ ჩა­ვარ­დნენ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში იმის გამო, რომ ექი­მი არ/ვერ უკავ­ში­რე­ბა და ახ­სოვ­დეთ რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი წესი (რაც ძა­ლი­ან ხში­რად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, ახა­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ გა­მე­ო­რე­ბა ალ­ბათ არ იქ­ნე­ბა ზედ­მე­ტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით):

1. კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზი არ ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ი­მე წა­მა­ლი უნდა მი­ი­ღოთ. უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ვი­თა­რი წა­მა­ლი არ ჭირ­დე­ბა

2. “ომიკ­რო­ნის­თვის” ზოგ­ჯერ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ძლი­ე­რი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, რაც ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან აში­ნებთ. ტკი­ვი­ლი მარ­თლად ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, მაგ­რამ რო­გორც წესი, არა­ვი­თარ გარ­თუ­ლე­ბებს არ იწ­ვევს და რამ­დე­ნი­მე დღე თუ მო­ით­მენთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლის. შე­იძ­ლე­ბა და­ვეხ­მა­როთ გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბით და სავ­ლე­ბით.

3. ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ტუ­რა­ცი­ის ზომ­ვა. კი­დევ ერთხელ შეხ­სე­ნე­ბის­თვის, თითი თბი­ლი უნდა იყოს გა­ზომ­ვი­სას. ნორ­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა 94-ზე მეტი.

4. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბი, მაგ­რამ ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­როს. ამას ექი­მი წყვეტს და თუ აუ­ცი­ლებ­ლად არ მი­აჩ­ნია, ამის გამო ნუ ვე­ჩხუ­ბე­ბით ექი­მებს. თქვე­ნი­ვე სა­სი­კე­თოდ გირ­ჩე­ვენ, რომ არ გჭრ­დე­ბათ ტო­მოგ­რა­ფია და ხში­რად ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბიც, რო­მელ­თა გა­სა­კე­თებ­ლად ზოგ­ჯერ რი­გებ­ში მო­გი­წევთ დგო­მა, ხში­რად სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­როდ.

5. კო­ვიდს არა­ვი­თა­რი გა­დას­ხმე­ბი არ ჭირ­დე­ბა. თუ სი­თხის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია, გა­დას­ხმის არა­ვი­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. გა­დას­ხმა არ არის მკურ­ნა­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ სი­თხის შევ­სე­ბაა.

6. სა­ყუ­რა­დღე­ბო სიმპტო­მე­ბი, რომ­ლის დრო­საც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უნდა მო­ვუხ­მოთ, არის გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლი და ზე­წო­ლა, გა­მო­ფხიზ­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი ქო­ში­ნი.

7. სი­ცხე, თუნ­დაც მა­ღა­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიმპტო­მია და არ ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უბ­რუნ­და ნორ­მა­ლურ ციფ­რებს სი­ცხის დამ­წე­ვის გა­რე­შე და შემ­დეგ დღე­ებ­ში ისევ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო იყოს.

8. იზო­ლა­ცი­ის ვადა შემ­ცირ­და 8 დღემ­დე უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის.ჯან­მრთე­ლო­ბას და გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას”, – წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ში”

იტვირთბა....