ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი დევნილებზე: არ უნდა გავარდნენ და ხელისუფლებებს არ უნდა მისცენ ხმა

[su_quote]”ჩვენ ჩვეს სასჯელს თვითონ ვიწვევთ და თვითონ ვწერთ საკუთარ განაჩენს. დევნილები, ძირითადად, ყველა მთავრობის მომხრეები იყვნენ შევარდნაძის დროიდან დაწყებული. მე განცვიფრებული ვარ. ძალიან მიყვარს ეგ ხალხი, მე ვიცი, რომ მათაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ხმის მიცემას რაც შეეხება, მიდიან, მთავრობას აძლევენ ხმას. მათ შორის, იმ მთავრობებს, რომლებმაც გამოყარეს თავიანთი საცხოვრებლებიდან და დევნილებად აქციეს.

შეურაცხყოფილი რომ არიან ეს ადამიანები გასაგებია, მაგრამ არ უნდა გავარდნენ და ხელისუფლებებს არ უნდა მისცენ ხმა. ისინი უნდა იყვნენ ოპოზიციის წინა ფლანგზე, სანამ არ დაბრუნდებიან თავიანთ მიწაზე. ისინი უნდა იყვნენ შინაგანად ოპოზიცია ყველა მთავობისადმი. მეც რომ ვიყო მთავრობაში და ვერ დავაბრუნო აფხაზეთში და ცხინვალში, ჩემთანაც უნდა იყვნენ ოპოზიციაში. როგორ შეიძლება მთავრობაზე ხელის გადასმა იმ კატეგორიიდან, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დანაშაულებრივი პოლიტიკით”.[/su_quote]

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

 

იტვირთბა....