aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გვარამია: სააკაშვილის კადრები არის ძალიან მძიმე სანახავი, გაცილებით მძაფრი და მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ იმ კადრებზე ისაუბრა, რომლებიც სისხლის სამართლის მასალებზე წვდომის მიღების შემდეგ ექსპრეზიდენტის უფლებამდამცველებმა ნახეს. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან N18-ე სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად მოტყუებით გადაიყვანეს.

“რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით მძაფრი და უფრო მძიმე. ჩანს, კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი და უარს აცხადებს გადასხვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. როდესაც ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთ, რუსთავშიო, არავის არ ჰქონდა უფლება მისი გადაყვანის. ასევე ჩანს, როგორ ატყუებენ, რომ უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. მერე შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახავი, ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება და ასე შემდეგ. თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმე სანახავია”, – აღნიშნავს გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ კადრებით დასტურდება, რომ წინასწარ დადგმული იყო ე.წ. “შუმოკი”, რომლიც პატიმრებმა ექსპრეზიდენტს მოუწყვეს.

“რაც მთავარია, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. “შუმოკი” და ასევე, უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება, შენი აშენებული რომაა, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზე, ანუ, რაც დაიმსახურე, ის ხდებაო”, – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, ადვოკატებმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომ N18-ე სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისა და ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო სააკაშვილი დაზარალებულად გამოცხადებულიყო, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა, თუმცა, ადვოკატებს სისხლის სამართლის მასალებზე წვდომა მისცა.

იტვირთბა....