ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გადელია: არ არის ეს ომიკრონი მაინცდამაინც ასე ხელწამოსაკრავი შტამი

[su_quote]ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, შემთხვევები ბევრია და შეიძლება, აქ მეტი მძიმე შედეგები მივიღოთ. მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში აქ შეიძლება, მეტი იყოს სასტაციონაროც და შეიძლება, მეტი იყოს მძიმეც. აი, ამიტომ არ არის ეს ომიკრონი მაინცდამაინც ასე ხელწამოსაკრავი შტამი. სულ რამდენიმე ხნის წინ ისეთ შემთხვევაში მომიწია ყოფნა, ადამიანებთან ერთად სადილობა, რომ თითქმის 100 პროცენტით მქონდა ინფიცირების შანსი. დაბუსტული რომ არ ვყოფილიყავი, შემიძლია, გითხრათ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში 100 პროცენტით უნდა დავავადებულიყავი, ვერანაირად ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ გადავრჩი[/su_quote]

განაცხადა პირველი არხის ეთერში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ.

იტვირთბა....