საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 030 710 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 951 428 გამოჯანმრთელდა, 14 631 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 643 528 აცრა, დღიურად აცრილია 7 059.