ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩეხი მომღერალი კორონავირუსით განზრახ დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

57 წლის ჩეხი ფოლკ შემსრულებელი ჰანა ჰორკა კორონავირუსით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ინფიცირებულ შვილთან და ქმართან კონტაქტს თავი სპეციალურად არ მოარიდა იმ მიზნით, რომ ვირუსი თავადაც შეყროდა. როგორც BBC მომღერლის შვილზე, იან რეკზე დაყრდნობით წერს, ქალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისეთ დაწესებულებებში შეძლებოდა შესვლა, სადაც მხოლოდ ვაქცინირებული ან ახლად კოვიდგადატანილი ადამიანები დაიშვებიან.

“მას ერთი კვირა იზოლაციაში უნდა გაეტარებინა, რადგან მე და მამას კოვიდის ტექსტზე დადებითი პასუხი მოგვივიდა, მაგრამ ამის ნაცვლად, მთელი დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო”, – ამბობს იანი.

აღსანიშნავია, რომ მომღერლის შვილი და ქმარი ვაქცინირებულები იყვნენ, თავად ჰანა კი აცრის გაკეთებაზე უარს ამბობდა.

“მისი ფილოსოფია ასეთი იყო – კოვიდის შეყრა ერჩივნა ვაქცინის გაკეთებას. იმ დილით, ვიდრე გარდაიცვლებოდა, თავს უკეთ გრძნობდა, ჩაიცვა რომ გაესეირნა, მაგრამ შემდეგ ზურგის არეში ტკივილი დაეწყო, თავის ოთახში წამოსაწოლად ავიდა, დაახლოებით 10 წუთში კი ყველაფერი დასრულდა”, – ამბობს გარდაცვლილის შვილი.

ქალმა სიკვდილამდე ორი დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოვიდის ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში იყო.

“ახლა იქნება თეატრები, საუნა, კონცერტები”, – წერდა ქალი BBC-ს ცნობით.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ოთხშაბათს კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია და 28, 469 შეადგინა.

 

იტვირთბა....