საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 351 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი.
stopcov.ge – ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 38 306 ტესტი გაკეთდა, მათ შორის, 18 896 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო პისიარ ტესტით 19 410. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 16,58 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 443 პაციენტი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში 1 746 ადამიანია მოთავსებული, კარანტინის რეჟიმში კი 46.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 635 602 ადამიანი.