ახალი ამბები პოლიტიკა

მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება – ბრიტანეთის საელჩო

მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო წერს.

საელჩო, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს და წერს:

“მითებს, ტყუილს და დეზინფორმაციას ვუპირისპირებთ სიმართლეს.

Myths vs Truth

“სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

იტვირთბა....