ახალი ამბები პოლიტიკა

თუ ეგზორციზმს უკავშირდება, მაშინ შეგვიძლია ფანტასტიკის რაკურსით განვიხილოთ – ვოლსკი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე

თუ ეგზორციზმს უკავშირდება, მაშინ შეგვიძლია ფანტასტიკის რაკურსით განვიხილოთ, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის ეკლესიაში შინაპატიმრობის დაშვებასთან დაკავშირებით.

როგორც ის აცხადებს, თუნდაც ეს კანონით, რომ იყოს დაშვებული, ეკლესიაში მოთავსება შეიძლება სააკაშვილს უფრო მძიმე მდგომარეობად ექცეს.

“არვიცი, მეუფეს იდეები თუ ეგზორციზმს უკავშირდება, მაშინ შეიძლება ამაზე ფანტასტიკის რაკურსით ვიმსჯელოთ, მაგრამ თუნდაც ეს კანონით, რომ იყოს დაშვებული, ეკლესიაში მოთავსება შეიძლება სააკაშვილს უფრო მძიმე მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში”, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზმა გუშინ განაცხადა: “მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ”.

იტვირთბა....