საქართველოში ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა, 8 545 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 63 605 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით 33 350, ხოლო PCR ტესტით – 30 255. დადებითობის მაჩვენებელი დღიურად – 13,72 პროცენტია, ბოლო 14 დღის განმავლობაში 10,44 პროცენტი.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 43 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 4 386 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროებში კი 1 896 პირი იმყოფება. საქართველოში სულ აცრილია 2 632 527 ადამიანი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ ქვეყანაში 1 015 592 შეადგინა, აქედან 14 555 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური რაოდენობა კი 943 212 შეადგინა.