ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ადამიანს, რომელიც 30 წელია თბილისში ცხოვრობს, დევნილი არ უნდა ვეძახოთ

“რაღაცნაირად უნდა დავამთავროთ ჩვენი საზოგადოების დაყოფა დევნილებად და არადევნილებად. ადამიანს, რომელიც 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ჩემი აზრით, დევნილი არ უნდა ვეძახოთ”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პალიტრანიუსის გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, თუ დევნილების დახმარება სურს სახელმწიფოს, მათ ის ქონება უნდა დაურეგისტრირდეთ, რომლის დატოვებაც მოუხდათ.

“თუ ადამიანმა ვერ გაიგო რას ვლაპარაკობ, შეიძლება უარყოფითი ემოცია მოჰყვეს. ხომ უნდა გამოვიდეთ იმ მიზნიდან, რაც გვაქვს, მიზანია კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ბედნიერად ცხოვრობდეს. ადამიანი სულ რაღაცა დამღის ქვეშ რომ არსებობს, დევნილს რომ ვეძახით 30 წლის განმავლობაში, ეს ხომ არასწორია. მართლა თუ გვინდა ამ ადამიანების დახმარება, დავეხმაროთ – საკუთრება დაკარგა ამ ადამიანმა, ამაში მდგომარეობს მათი მორალური პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ. არაგონივრული სახელმწიფოს არაგონივრულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ მათი ქონება დაიკარგა იქ ბევრი წლის წინ.

გიჟი ხომ არავარ, შეურაცხყოფას ვაყენებდე ამ ადამიანებს, მინდა, მათ დავეხმარო და გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ის მიდგომა, რომ დევნილი სტატუსი იმიტომ გაქვს, მომავალში, როცა დაბრუნების საკითხი დადგება ამის გარეშე როგორ დაგაბრუნებთ, ეს არასერიოზულია, ჩემი აზრით. ამ ხალხს იქ აქვს ქონება დატოვებული, ჩვენ, სახელმწიფო რითაც ვაშავებთ ის არის, რომ ამ ადამიანებს არ ვაძლევთ იმ ქონების, რომელიც იქ აქვთ, არც რეგისტრაციის და არც განკარგვის უფლებას. ჩვენ შეგვიძლია, დავურეგისტრიროთ ის ქონებები, რომლებიც იქ აქვთ. მათ თუ პატივს ვცემთ, ჯერ ჩვენ ვაღიაროთ ეს ქონებები. რუსებმა რომ წაართვეს, ის არ ეყოფათ? დღევანდელი ტექნოლოგიით არსებობს იმის საშუალება, რომ ვის რა ქონებაც ჰქონდა აფხაზეთში, იმის რეგისტრაცია დაიწყოს და დე იურე მათი იყოს და მათ გასხვისების უფლება ჰქონდეთ, იქნება, გიხდის ვიღაცა ფულს. წართმეულის რაღაც ნაწილი მაინც რომ დაიბრუნონ უკან”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

იტვირთბა....