ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმო: გვაქვს შანსი, 2022 წელს დავუსვათ წერტილი ჯადნაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ცუდი შედეგები – სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და “ლოკდაუნები” შესაძლოა 2022 წელს დასრულდეს, თუ მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ვაქცინებისა და სამკურნალო პრეპარატების გადანაწილების სერიოზული დისბალანსის საკითხი საჩქაროდ მოგვარდება. თუმცა, რაიანი აქვე დასძენს, რომ ვირუსი ვერ წელს და შესაძლოა, ვერც მომავალში ვერ დასრულდეს.

“შესაძლოა, ვირუსი ვერასდროს შევაჩეროთ, რადგან ასეთი პანდემიური ვირუსები საბოლოო ჯამში, ეკოსისტემის ნაწილი ხდებიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, ამ წელს წერტილი დავუსვათ საგანგებო მდგომარეობას ჯანდაცვის სფეროში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ავადობის დაბალ კოეფიციენტს მოსახლეობების მაქსიმალური ვაქცინაციით მივაღწევთ იმისთვის, რომ ვირუსით აღარავინ აღარ კვდებოდეს”, – ამბობს რაიანი.

იტვირთბა....