ახალი ამბები პოლიტიკა

ჰარცელი: ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ობიექტური სამედიცინო დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაორებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს დიდი ყურადრებით აკვირდებიან და ელოდებიან სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნას, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს.

“ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს და მას ვსწვალობთ სამი მიმართულებით. პირველი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩვენი შესწავლის მეორე საკითხია მოპყრობა, როგორც პატიმის მიმართ და მესამე საკითხია, რომ მას ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცვლის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნებას. ვფიქრობთ, რომ ძალია მნიშვნელოვანია, გვქონდეს ობიექტური სამედიცინო დასკვნა მდგომარეობის შესწავლის დროს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჰარცელმა.

 

იტვირთბა....