საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელ უწყებს. დეგნანის თქმით, საელჩო იზიარებს პრეზიდენტის შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას. როდესაც გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი უწყებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი.
როდესაც იცვლება რაიმე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საკითხების მოგვარება. თუ გსურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და განმარტავთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება“, – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.