ახალი ამბები პოლიტიკა

ხერხეულიძე სააკაშვილზე: ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა, უცხოელ ექიმს ელოდება

[su_quote]სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი იმყოფებოდა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან, მათ დასკვნას ველოდებით 19 იანვრისთვის და გვეცოდინება კომპეტენტური შეფასება თუ რეალურად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ახალი ჩივილები არსებობს, ან რა არის ის ძველი ჩივილები, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას მოითხოვს. სასამართლოში გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, გამოიძახეს სასწრაფო და ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ეს უსვამს ხაზს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური. მიხეილ სააკაშვილი ელოდება უცხოელ ექიმს, რომელსაც მესამედ უთხრეს უარი შეხვედრასთან დაკავშირებით და პრობლემად რჩება პირადი ექიმის შესვლის საკითხიც[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....