ახალი ამბები პოლიტიკა

დავით ფაცაციას და ზურა აზარაშვილს პასუხისმგებლობა დაეკისროს – ენმ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ნაციონალური მოძრაობა“ დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობას განცხადებით ეხმაურება.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

“გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ პროტესტის ნიშანდ თავი მოიკლა.

ვუსამძირებთ ოჯახს და მთელს საქართველოს.

იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუკარგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული.

ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართელოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი.

დღეს ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დაცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავლტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს.

დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით – ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია, გამოააშკარავოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის, პირი ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები.

დაეკისროს პასუხსიმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....