[su_quote]ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე – გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. ძალიან მხნედ არის. ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს. იმედი მაქვს, ექიმი შესვლას და გასინჯვას მოახერხებს. როგორც მითხრა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა. მედიაზე გვქონდა საუბარი, ძალიან დიდი მადლობელია თქვენი (ჟურნალისტების) და ფიქრობს, რომ თქვენ რომ არა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდ სიბნელეში იქნებოდა. მომეჩვენა, რომ დღეს ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ასე ნახვა ძალიან გამეხარდა[/su_quote]
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა მოინახულა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 ციხე და ბიძასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.