ახალი ამბები პოლიტიკა

გასაოცრად დაჩქარებული პროცესი იყო, კითხვის ნიშნები გვაქვს – ჰარცელი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

[su_quote]მაინტერესებდა, როგორც სპიკერი როგორ აპირებს, რომ საპარლამენტო საქმიანობა წინ წაწიოს. ვისაუბრეთ პარლამენტში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მაშინ, როდესაც ბოლო ერთი თვის მანძილზე, მე აქ ფიზიკურად არ ვიმყოფებოდი. ეს ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ამ თემაზე ჩვენ მოსაზრებები გავცვალეთ, რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ვფიქრობ, რომ ეს გასაოცრად დაჩქარებული პროცესი იყო, რადგან ის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის გაუქმებაც სათანადო დაგეგმვას საჭიროებს. ჩვენ ამ თემაზე კითხვის ნიშნები კიდევ გვაქვს და გვგონია, რომ პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდა[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ცნობისთვის, დღეს კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

იტვირთბა....