ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში – ყველა დაზარალებუს ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს კულტურის სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებიც, ჩათვლიან, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ატოვებინებენ სამსახურს. ხოშტარიას თქმით, კულტურის სფეროში რეპრესიები მიმდინარეობს, რის წინააღმდეგაც ორგანიზებული პროტესტი უნდა დაიწყოს.
“ის, რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, სცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში. თანამშრომლებს ნებისმიერი ფეისბუქ პოსტის, პეტიციის ხელმოწერის თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის გამო აგდებენ. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე.
მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას:
1. ყველა დაზარალებუს ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას.
2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ, ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ შესაბამის ინსტიტუტებში.
3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით)
4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ!
დიდი მადლობა ეკა კიკნაძეს, რომელიც ორგანიზებულად და აქტიურად იბრძვის. მას თანადგომა სჭირდება.
მომწერეთ აქ, ინბოქსში, ყველა მსურველმა, ვისაც ეს ამბავი აწუხებს”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსლეში.
ცნობისთვის, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანთა ნაწილი ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო, მათი დევნა სამინისტრომ დაიწყო. მათ შორის არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე.
იტვირთბა....